წყალბადზე მომუშავე პირველი ჩინური ავტომობილი GROVE, რომლის სვლის სიშორე 1000კმ-ია

183

კომპანია Grove Hydrogen Automotive-მა პირველად წყალბადის ძრავზე მომუშავე ახალი ძვირადღირებული ავტომობილი  წარადგინა ვუჰანში  გამართულ პრეზენტაციაზე.

ახლად შექმნილი ბრენდი Grove-ი არის ერთადერთი კომპანია ჩინეთში, რომელიც დაკავებულია ელექტრომობილების სერიული წარმოებით. 2025 წლისთვის ისინი გეგმავენ, რომ გახდნენ მსგავი ტიპის ავტომობილების წამყვანი მომწოდებლები.

კომპანიის ინჟინრები ამტკიცებენ  წყალბადის საწყვავის უპირატესობას, ეკოლოგიურობას და მაღალ ენერგოეფექტურობას. მწარმოებლების განცხადებით ახალი ,,მწავნე’’ ავტომობილის სვლის სიშორე სავსე ავზით გადააჭარბებს 1000კმ-ს.

,,თქვენი ყურადღების მიპყრობით Grove-ის ავტომობილის მიმართ, ჩვენ გაჩვენებთ არა მარტო ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებას, ასევე გთავაზობთ რომ გაიაროთ მეტი მანძილი ბევრად მცირე ენერგიის დახარჯვით, ჩვეულებრივ წყალბადზე მომუშავე ავტომობილთან შედარებით’’ განაცხადა Grove Hydrogen Automotive Co Ltd-ის პრეზიდენტმა ჰაო იგუომ.

პროექტი წყალბადის ელემენტებზე მომუშავე მანქანებზე გამოჩნდა 2016-ის სექტემბერში ჩინეთში. მათი პირმშო იყო სპორტული Activity Vehicle, რომლის დემონსტრირება მოხდა ამავე წლის აპრილში შანხაიში გამართულ ავტოშოუზე. უახლოეს პერიოდში კომპანია გეგმავს ინოვაციურ-ტექნოლოგიურ პლატფორმაზე ახალი მოდელების  სერიის გამოშვებას.

Grove Hydrogen  ავტომობილი არის პოზიციონირებული როგორც პრესტიჟული და ინოვაციური მანქანა ისეთი მატერიალებით, როგორიცაა კარბონის კორპუსი, კომბინირებული ალტერნატიული მწვანე ენერგია, უნაკლო უსაფრთხოება და მდიდრული ფუნქციონალები. კარბონის კორპუსი, რომელიც გააჩნია Grove-ს, არის იგივე მასალა რაც გვხვდება კოსმოსურ ინდუტრიაში და პროფესიონალურ სარბოლო მანქანებში.

მანქანის კონცეფცია შემუშავდა ბარსელონაში Grove -ის დიზაინის ცენტრში კრისტოფერ რაიცის ხელმძღვანელობით, რომელიც ადრე მუშაობდა Fiat- ის, Volkswagen- ისა და Audi- ის დიზაინზე. რაიცი აღნიშნავს რომ Grove პროექტირებულია იდეალური ბალანსით მანქანის წინა და უკანა მხარეს, შესანიშნავად წარმოაჩნეს  საკუთარ თავს დიდ მანძილზე გადასაადგილებლად და  ცხადყოფს კომპანიის ვალდებულებას  ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის იდეაზე.

პირველი გამოცდა  Grove-ის  სერიოზულ მოდელზე მოხდება უახლოეს თვეებში, პირველი ავტომობილი  გამოვა საზოგადოებრივ გზებზე  წელსვე, ხოლო სერიული წარმოება დაიწყება 2020 წელს.

Facebook Comments