ახალგაზრდებმა შექმნეს ვებგვერდი რომელზეც პუტინისთვის გალაწუნებაა შესაძლებელი

543

საყოველთაო კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ვებგვერდზე summerin.ge პუტინის გამოსახულება გამოჩნდა, რომელზეც ყველას აქვს შესაძლებლობა რუსეთის პრეზიდენტს სილა გააწნას. 

მხოლოდ საქართველოდან ვლადიმერ პუტინს უკვე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაულაწუნა. ონლაინ პლატფორმაზე კრემლის ლიდერის „დასჯის“ მსურველები საქართველოს შემდეგ, ამ დროისთვის, მეორე და მესამე პოზიციებზე იაპონია და შვეიცარია არიან. კრემის ლიდერისთვის სილის გამწვნელთა ათეულში მოხვდა რუსეთი, ესტონეთი, თურქეთი, უკრაინა, გერმანია, იტალია და საფრანგეთი.

ვებგვერდი summerin.ge კამპანიის #spendyoursummeringeorgia ფარგლებში მომზადდა. ონლაინ პლატფორმის შემქმნელები მოუწოდებენ უცხოელებს საქართველოს სოლიდარობის ნიშნად პუტინს სილა გააწნან და ზაფხულიც აქ გაატარონ.

პუტინისთვის გალაწუნება ამ ბმულიდან არის შესაძლებელი.

Facebook Comments