8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

608

ვერძი

განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით, მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიურ საქმეებს. მნიშვნელოვანი საკითხები გამოცდილ კოლეგებთან ერთად განიხილეთ. რომანტიკული საღამო გელით.

კურო

ენერგიული და აქტიური ხართ. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე და ნუ იჩქარებთ სიტუაციის შეფასებას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. მოისმინეთ რჩევა-დარიგებები.

ტყუპი

სამსახურის საქმეები გვერდზე ჩააჩოჩეთ და პირველ ადგილზე საოჯახო ვალდებულებები დააყენეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.

კირჩხიბი

უდარდელი და მხიარული ხართ. საქმეებისა და ვალდებულებების მოგვარებაში გარშემო მყოფები დაგეხმარებიან. თქვენ ისღა დაგრჩენიათ მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ.

ლომი

იდეები და მოსაზრებები გარშემო მყოფებსაც გაუზიარეთ. გვერდით პოზიტიური ადამიანები იყოლიეთ. თუ მოინდომებთ, გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობა.

ქალწული

წარმატებული დღე გელით. ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაგიმართლებთ. ზოგიერთებმა შეიძლება ლატარიაშიც მოიგონ. დახმარება გავლენიანი ახლობლებს სთხოვეთ. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.

სასწორი

ფორტუნა გწყალობთ, ნებისმიერ ვალდებულებას მარტივად გაართმევთ თავს. თუ დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. საყვარელი ადამიანი მზრუნველი და მოსიყვარულეა.

მორიელი

კონცენტრირებას ითხოვს ყოველდღიური საკითხები. თქვენს მუშაობაზე იქნება დამოკიდებული პროექტის წარმატება. საღამოს არ გამოაკლდეთ მხიარულ წვეულებას.

მშვილდოსანი

ნებისმიერი სიტუაციიდან სარგებელს მიიღებთ. გავლენიანი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. საღამო აქტიურ დასვენებას დაუთმეთ.

თხის რქა

დღეს ჩვეულებრივზე მეტად პუნქტუალური და მოწესრიგებული ხართ. არ არსებობს სირთულე, რომელსაც თქვენ ვერ გაუმკლავდებით. გადაახალისეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მერწყული

დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. საქმეების მოგვარებისას დაიხმარეთ კოლეგები, მეგობრები. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

თევზები

სიამოვნებას რუტინული საქმეებიც კი მოგანიჭებთ. იყავით მეტად ოპტიმისტურად განწყობილი. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ, გამხიარულდით.

Facebook Comments