5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

351

ვერძი. მოიშორეთ ცუდი განწყობა და გაუგებარი პანიკა. ეს ყველაფერი მხოლოდ გეჩვენებთ ცუდად. სინამდვილეში საქმეები იმაზე კარგად გაქვთ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

კურო. მშვიდი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ თავსა და გარეგნობაზე იზრუნოთ. ჰოროსკოპი ფსიქოლოგიურ სტესს გიწინასწარმეტყველებთ. კონცენტრირება მოახდინეთ სამუშაოზე.

ტყუპები. დღეს მოგეჩვენებათ, რომ ყველა თქვენს წიინააღმდეგაა და ზურგს უკან სამარეს გითხრიან. შეეცადეთ თავი შეიკავოთ კონფლიქტებისგან. კარგი იქნება თუ საღამოს მარტო გაატარებთ. უარი თქვით რომანტიკულ შეხვედრასა და სეირნობაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი და მოწამვლა.

კირჩხიბი. დღეს ძალიან რთული იქნება კონფლიქტებისგან თავის არიდება. ნერვები დაწყვეტაზე გექნებათ. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ განმარტოვებით. ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანეთ. უარი თქვით ალკოჰოლსა და ჭარბ კვებაზე. კარგი იქნება თუ ამ დღეს საერთოდ არ ნახავთ საკუთარ მეორე ნახევარს.

ლომი. დღის პირველ ნახევარში ცოტა შეუძლოდ იგრძნობთ თავს. მაგრამ ამას სწრაფად გაუმკლავდებით და ვალდებულებების შესრულებას შეუდგებით. შესაძლოა არასასიამოვნო ინფორმაცია შეიტყოთ, რაც ძალიან გაგანერვიულებთ, მაგრამ ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა დაგამშვიდებთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება მეგობრებისა და ნათესავების წყალობით, რომლებიც თქვენს მონახულებას აპირებენ. მგზავრობა და ოჯახთან ერთად დასვენება კი შეგიძლიათ სხვა დროისთვის გადადოთ.

ქალწული. თუ დღეს დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით დაიწყებთ, მთელი დღის სამყოფი პოზიტივით და ენერგიით დაიმუხტებით. თამამად შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი კონტრაქტებს ან დაიწყოთ ახალი საქმეები, – წარმატება გარანტირებული გაქვთ. კარგი იქნება საღამოს პატარა, მყუდრო კაფეში პაემანის მოწყობა.

სასწორი. დღეს შეძლებთ აიმაღლოთ და გაიმყაროთ ავტორიტეტი, რაც ერთგვარი სასტარტო პლატფორმა იქნება დადებითი ცვლილებებისთვის როგორც სამსახურეობრივ, ასევე საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის. თქვენს ცხოვრებაში ამ დღეს გამოჩენილი ადამიანები ახალ აღმოჩენებსა და იდეებს შთაგაგონებენ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი. არ ღირს ალკოჰოლისა და ცხიმიანი საკვების მიღება.

მორიელი. დააფასეთ ურთიერთობები. პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობებისას უკიდურესი თავშეკავება გამოიჩინეთ. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. მომავალში თქვენი კარიერა სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული.

მშვილდოსანი. დღევანდელ დღეს მეგობრებთან ერთად გაატარებთ. სამაგიდო თამაშები, ძველი მოგონებები და ცოტაოდენი სასმელი დაგეხმარებათ მოდუნებასა და პრობლემების დავიწყებაში.

თხის რქა. გაიხსენებთ რა უდარდელი და მარტივია ბავშვობა. თუ საკუთარ თავს ბავშვურად მოქცევის უფლებას მისცემთ, მხიარული სიცილითა და ხუმრობით კარგადაც დაისვენებთ და ნერვულ სისტემასაც აღიდგენთ.

მერწყული. კარგი დღეა შეხვედრების, პაემანისა და წვეულებებისათვის. შეხვდებით უამრავ საინტერესო და სასარგებლო ადამიანს. ნუ მოგერიდებათ მათთან ურთიერთობის გაბმა. ისინი ძალიან გამოგადგებიან. ასევე რეკომენდირებულია სალონში ვიზიტი და საკუთარ თავზე ზრუნვა. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. თქვენ ბევრი რამ გექნებათ განსახილველი.

თევზები. დღეს თანამშრომლები შეეცდებია ხელმძღვანელებთან ცუდად წარმოგაჩინონ. ამისთვის მზად იყავით. ბოლოს და ბოლოს, შეგუებას ხომ არ აპირებთ.

წყარო: perla.ge