30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

99

ვერძი. ენერგეტიკულად ძლიერი დღე გელით. აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აქტივობა. მოდუნება და აპათია კარგს არაფერს მოგიტანთ. მოთოკეთ ემოციები და ერიდეთ ნეგატიურ შთაბეჭდილებებს. ფინანსური საკითხების გადაწყვეტა უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ. 

კურო. თუ ექიმთან ვიზიტი გქონდათ დაგეგმილი, ხვალისთვის გადადეთ, რადგან დღევანდელი დღე არაა ხელსაყრელი ამ საქმისთვის. არ გაწყენდათ ქველმოქმედებით დაკავება. დაფიქრდით ახლობელ ადამიანებზე. დიდი ხანია ისინი არ მოგინახულებიათ.

ტყუპები. კარგი დღეა სპორტით დაკავებისა და აქტიური დასვენებისთვის. წადით დაჩაზე და ფიზიკურად იშრომეთ, ეს დაგეხმარებათ დაისვენოთ ემოციურად და სულიერად. ძალიან მოგიხდებათ სუფთა ჰაერზე გასეირნება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ხელსაყრელი დღეა ჩასახვისათვის.

კირჩხიბი. დღის პირველ ნახევარში წარუმატებლობები და პრობლემები გდევთ თან, მაგრამ თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში ძალიან გარგებთ დასვენება. შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი ან პარკში გაისეირნოთ და ატრაქციონებით დატკბეთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა დანიშნეთ, – ის დაუვიწყარი იქნება.

ლომი. კარგი დღეა სულიერების ასამაღლებლად და შემოქმედებისათვის. რაც შეეხება ფულს, ბიზნესსა და კარიერას, აქ თქვენზე არაფერია დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში უმჯობესია საოჯახო საქმეებით დაკავდეთ, გაიაროთ მაღაზიებში, ითამაშოთ ბავშვებთან ერთად.

ქალწული. დღევანდელი დღე აქტიური მოქმედებებისთვისაა გამიზნული. შესთავაზეთ ახალი იდეები, გადაჭერით ყურადსაღები პრობლემები და თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ასევე კარგი დღეა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად და ბავშვის აღსაზრდელად.

სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს ყველაზე საშიში და მძიმე დღეა. არ ღირს სამოგზაუროდ ან მივლინებაში წასვლა, რადგან შედეგები თქვენს იმედებს არ გაამართლებს. გამორიცხეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. შეეცადეთ ეს დღე ოჯახურ წრეში გაატაროთ ან მოინახულოთ ნათესავები, რომელთა მონახულებასაც დიდი ხანია გეგმავდით.

მორიელი. ზოგიერთ თქვენგანს დღეს მოგიწევთ იმის მტკიცება, რომ სწორად იქცევით, თანაც მტკიცება ვინმე სხვასთან კი არა, საკუთარ თავთან. გაგიჩნდებათ აკვიატებული აზრი, რომ საჭიროა რაღაც შეცვალოთ ცხოვრებაში. მაგრამ შეეცადეთ ცვლილებები არ იჩქაროთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. ძალიან კარგი პერიოდია ბავშვის ჩასახვისათვის.

მშვილდოსანი. სავარაუდოდ მყარი და სტაბილური კავშირები გელით პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. მრავალი საქმე და პროექტი იქნება პრიორიტეტული ბევრი თქვენგანისთვის. დროთა განმავლობაში უფრო წარმატებული ფინანსური პერიოდიც გელით. ერიდეთ ფულის დაბანდებას ახალ საქმეში. სიყვარულში შეეცადეთ შეინარჩუნოთ ადამიანი, რომელიც უკვე გყავთ, თორემ ახალი დამაინტრიგებელი გატაცებებით მას დაკარგავთ.

თხის რქა. დღევანდელ დღეს საკუთარი იდეალებისთვის ბრძოლაში გაატარებთ, მაგრამ ის უპერსპექტივო აღმოჩნდება. უნდა გახსოვდეთ, რომ რქებით მიწოლა ზოგჯერ შეიძლება უშედეგო იყოს. ბოლოს როდის გქონდათ ექიმთან ვიზიტი? – დროა გეგმიური გამოკვლევა ჩაიტაროთ.

მერწყული. თქვენ მოგეცემათ შანსი საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. ნუ ისაუბრებთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთვის უინტერესონი არიან და ნუ მისცემთ მათ ჭორაობის საბაბს. შესაძლებელია დღეს ამან მთელი ენერგია წაგართვათ. აკონტროლეთ საკუთარი თავი საყიდლებისას, რადგან არამოზნობრივი ხარჯვაა თქვენგან მოსალოდნელი.

თევზები. ვიღაც თქვენს ზარს ელოდება, ნერვიულობს და ჭკუიდან გადადის. თქვენ კი, უბრლოდ, დაგავიწყდათ ამის შესახებ. ასე არ შეიძლება. სასწრაფოდ გაიხსენეთ ვის აწყენინეთ და გამოისყიდეთ საკუთარი დანაშაული თუნდაც ყვავილების თაიგულით.

წყარო: perla.ge