3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

749

ვერძი
მეგობრებთან ერთად დილიდან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, მოიწყვეთ პიკნიკი, დასვენება სუფთა ჰაერზე. აკონტროლეთ ემოციები, თქვენ გარშემო უამრავი სენტიმენტალური ადამიანი მოგროვდება. 

კურო
დღეს თავგადასავლები გაგიტაცებთ. თუმცა, დღე ისე გადაანაწილეთ, რომ ნათესავებთანაც გაატაროთ დრო. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. 

ტყუპი
დღეს გარშემო მყოფები ყველა სურვილს აგისრულებენ. უცნობებიც კი. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, ერთად გაემგზავრეთ შოპინგზე. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კირჩხიბი
საქმეები გვერდზე გადადეთ და დაისვენეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან და უფროს ნათესავებთან ერთად. უმჯობესია, თუ დილიდანვე ყველას ქალაქგარეთ წაიყვანთ. 

ლომი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ბინის მოსაწყობად. საღამოს გამონახეთ დრო და საყვარელ ადამიანთან ერთAდ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

ქალწული
მეტად დაისვენეთ. მოიწყვეთ განტვირთვის დღე, მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. საინტერესო შეხვედრების დღეა; ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის. 

სასწორი
მოგზაურობისა და მგზავრობის დღეა. შეეხმიანეთ ასაკით უფროს ნათესავებს. ოჯახის წევრებს მოუწყვეთ კომფორტი. უმჯობესია, თუ ქალაქგარეთ გაემგზავრებით. 

მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. კარგი დღეა საყიდლებისთვის. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზით გაანებივრეთ. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა ბუნებაში გასამგზავრებლად, ექსკურსიის მოსაწყობად. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მოუწყვეთ შინაურული დღესასწაული. 

თხის რქა 
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მზრუნველი. 

მერწყული
დღეს ყველა საქმე გვერდზე უნდა გადადოთ და მშვიდ გარემოში დაისვენოთ. უმჯობესია, მეგობრებთან ერთად დილიდანვე ქალაქგარეთ გაემგზავროთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. 

თევზები
ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან და მეტი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. ვარსკვლავები სიურპრიზს გიმზადებენ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.