17 ივნისის ატროლოგიური პროგნოზი

527

ვერძი. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომაგენელს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემების პოზიტიური გადაწყვეტა ელის. სწორედ დღეს შეძლებთ დაასრულოთ საქმე რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ. შეეცადეთ ბევრი ისაუბროთ სხვადასხვა ადამიანებთან. ეს პოზიტიურად იმოქმედებს თქვენს თვითშეფასებაზე და ასევე საქმეებზეც. ნუ მიიღებთ ამ დღეს ალკოჰოლს.

კურო. ამ ნიშნის მრავალ წარმომადგენელს დღეს გართულებები ელის მეგობრებთან და პარტნიორებთან. ყურადღებით დაკვირვება გმართებთ დაკისრებული ვალდებულებების სესრულებისას. მოიქეცით ბრძნულად და ტაქტიანად. თუ ამ წესს დაიცავთ, დღე ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდება. ამ დღეს ავტორიტეტის მნიშვნელოვნად გამყარება გელით.

ტყუპები. თქვენთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება გახლავთ ის, რომ დღე გამოიყენოთ ადრე დაწყებული სახლის საქმეების დასასრულებლად. ყველა საქმის შესრულებას შეძლებთ გაცილებით ადვილად და სწრაფად, როცა კარგი განწყობა გაქვთ.

კირჩხიბი. შეეცადეთ დღეს ემოციური რეაგირება არ მოახდინოთ საკუთარ პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყოველივეს თავიანთ ადგილს, თქვენ კი მოთმინებისათვის გაჯიდოვდებით. დიდი ალბათობით კირჩხიბთა ცხოვრებაში მოხდება გარკვეული ცვლილებები, როგორც ფინანსურ, ასევე პირად სფეროში. მოერიდეთ სტუმრების მოპატიჯებას ან მათთან სტუმრობას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მოხმარებისაგან.

ლომი. დღეს სავარაუდოდ ვერ შეძლებთ საქმეში თანამონაწილეობის, საქმიანი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გარეშე. არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებშიც კოლექტიური საქმიანობა დაგეხმარებათ თქვენი საქმე მაქსიმალურად პროდუქტიული გახადოს დროისა და ენერგიის მინიმალური ხარჯვის შედეგად.

ქალწული. დღეს ქალწულებმა უარი უნდა თქვან დაგეგმილ გარდაქმნებზე. პოზიტიურად განეწყვეთ დილიდანვე, რადგანაც დღე არც სე ხელსაყრელი იქნება და თქვენი ცუდი განწყობით კიდევ მეტად არ გააფუჭოთ. საღამო რომანტიული და მშვიდი იქნება. გაატარეთ ის საყვარელ ადამიანთან ერთად.

სასწორი. არავის მისცეთ უფლება მოგაცდინონ საკუთარ გეგმებს. არ გინდათ დრამატიზირება, – თქვენ მხოლოდ გეჩვენებათ ყველაფერი ცუდად. იყავით მეგობრული. დაუთმეთ მეტი დრო მეორენახევარს.

მორიელი. შეეცადეთ დღეს თვითშეფასება გააკეთოთ. და მაშინ თქვენ დაინახავთ საკუთარ ღირსებებსაც და ნაკლსაც. არ ღირს ამ დღეს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. უარი თქვით საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაზე. უმჯობესია ეს სხვა დროს გააკეთოთ. შეეცადეთ მშვიდობიანი გზით განმუხტოთ სახლში შექმნილი დაძაბული სიტუაცია.

მშვილდოსანი. თქვენს ჰორიზონტზე ახალი სიყვარული გამოჩნდება, – ადამიანი, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასი გახდება. ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენ ერთმანეთს მიიზიდავთ. მაგრამ გააკეთოთ თუ არა ის ბოლო ნაბიჯი – ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული. უბრლოდ გააზრებულად იმოქმედეთ.

თხის რქა. შეეცადეთ დღეს ზუსტად შეასრულოთ ხელმძღვანელობის მითითებები. ნუ მისცემთ უკმაყოფილების საბაბს. ეს არ გახლავთ ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი საკუთარი ხასიათების გამოსვლენად. ნურც იმიჯის შეცვლას დაგეგმავთ. შეეცადეთ აკონტროლოთ ემოციები დ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ ჯანმრთელობას. არსებობს სხვადასხვა ტრავმების საშიშროება.

მერწყული. დღეს შეძლებთ ავტორიტეტის ამაღლებასა და გამყარებას, რაც ერთგვარი სასტარტო პლატფორმა იქნება დადებითი ცვლილებებისათვის როგორც სამსახურეობრივ, ასევე საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. ადამიანები, რომლებიც დღეს გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში, ახალი იდეებსა და აღმოჩენებს შთაგაგონებენ. ჯანმრტელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გელოდებათ. არ ღირს ალკოჰოლისა და ცხიმიანი საკვების მიღება.

თევზები. თევზებისათვის ეს დღე ხელსაყრელი იქნება. შესაძლოა სწორედ დღეს მიიღოთ საინტერესო ფინანსური წინადადება. საქმე სარისკოც რომ იყოს, არც ისე ცოტა მოგების მოტანას გპირდებათ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სრული ურთიერთგაგება დაისადგურებს. არსებობს ალბათობა, რომ მარტოხელა თევზებს ახალი მოკლევადიანი გატაცება ეწვიოთ.

ავტორი: ემილი.

წყარო: perla.ge

Facebook Comments