16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

584

ვერძი. ეს დღე აღსავსე იქნება შეცდომებითა და გაუგებრობებით როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. ამ დღეს არ ღირს არა მარტო დაწყება ახალი საქმისა, პარტნიორებთან საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვაც კი. არაა საჭირო ვინმესთვის დაპირებების მიცემა, ასევე არ ღირს დოკუმენტებთან მუშაობა. უმჯობესია ამ დღეს ყურადღება დაუთმოთ საკუთარსა და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას. ერიდეთ ცხიმიან საკვებს. უპირატესობა მიანიჭეთ რძის პროდუქტებს.

კურო. უარი თქვით მრავალრიცხოვან საქმეებზე და უპირატესობა მიანიჭეთ ახლობელ ადამიანებს. საღამო დაუთმეთ საკუთარი თავის შეცნობას.

ტყუპები. ამ ნიშნის წარმომადგენელთა ნებისმიერი გეგმა და ჩანაფიქრი დღეს განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეძლებენ შეუმჩნევლად მოქმედებას და არავის უამბობენ თავიანთ გეგმებზე. წარმატებული დღე ელით იმ ადამიანებს, ვისაც სამსახურის გამოცვლა სურს და სავსებით წრუმატებელი იქნება მათთვის, ვისაც ბავშის ჩასახვა აქვს გადაწყვეტილი. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ მეტისმეტად ნუ კონცენტრირდებით ინტიმურ პრობლემებზე. ბოლოს და ბოლოს სექსი და სიყვარული სხვადასხვა რამეებია.

კირჩხიბი. დღეს მოსალოდნელია სტუმრების ან მშობლების მოსვლა. იყავით რაც შეიძლება ალალი და პატიოსანი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში და მოემზადეთ კომპრომისებზე წასასვლელად. დარწმუნებული იყავით, რომ ისინი ამას დაგიფასებენ.

ლომი. ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის ეს მძიმე და საშიში დღე იქნება. თქვენ ყველა მხრიდან პრობლემები გახვევიათ გარს. არ ღირს ამ დღეს სამოგზაუროდ ან მივლინებაში წასვლა. გამორიცხეთ ფიზიური დატვირთვა, რადგან ამან სესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. მაგრამ ძალიან ნუ ინერვიულებთ, შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გაიღიმოთ და მაშინ ყველა პრობლემა და უსიამოვნება მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. შეეცადეთ ეს დღე ოჯახურ წრეში, ან ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

ქალწული. თქვენს გარშემო ბევრი ადამიანია, ვინც თქვენთან ურთიერთობს, გეპატიჟებათ ყავაზე, გესაუბრებათ.. სინამდვილეში კი თავს მარტოსულად გრძნობთ და კარგი იქნებოდა ვინმესთვის გული გადაგეშალათ, მაგრამ საამისოდ ღირსეული ადამიანი თქვენს გარშემო არ მოიძებნება. სწორედ დღეს შესაძლოა თქვენს ჰორიზონტზე გამოჩნდეს ასეთი ადამიანი. ელოდეთ.

სასწორი. დაძაბული დღე ელით სასწორებს. ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის დაზიანებები.

მორიელი. მორელებისთვის დღეს მოსალოდნელია საკომუნიკაციო საშუალებების, ტელეფონის, ელექტრონიკის, ოორგტექნიკის გაფუჭება. ფრთხილად იყავით.

მშვილდოსანი. ვარსკვლავები განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ. ამ დღეს მოსალოდნელია ავარიები და კატასტროფებიც კი. შეეცადეთ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. რადგან ამ დღის ავადმყოფობა შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს. არ გასცეთ სასეხი. მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. ასევე დაუთმეთ ყურადღება ბავშვებსა და ასაკოვან მშობლებს. სიზმრები ნეგატიური ინფორმაციის მომტანი იქნება.

თხის რქა. ეს დღე ხელსაყრელი იქნება მრავალ სფეროში. თქვენ გელით სანუკვარი ოცნების განხორციელება. უბრალოდ შეეცადეთ დროულად მოახდინოთ რეაგირება და არ გაუშვათ ხელიდან მომენტი. გასული კვირის გეგმაზომიერი შრომა და ოჯახური კეთილდღეობა ხელს შეუწყობს გრძნობებისა და ემოციების ჰარმონიასა და ბალანსს.

მერწყული. გარშემო ყველა მოსაწყენ ადამიანად გთვლით. შეეცადეთ დაამტკიცოთ, რომ ეს ასე არაა. გადახედეთ საკუთარ საქციელს და ნუ ეცდებით თავს მოახვიოთ მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებს თქვენი ავტორიტეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაკარგავთ.

თევზები. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები აძლევენ შანსს რადიკალურად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. შეეცადეთ მოუსმინოთ ახლობელი ადამიანების რჩევებს და მთლიანად შეიცვალოთ ვარცხნილობა და გარდერობი. შესაძლოა დღეს მოგიწიოთ საკუთარი მსოფლმხედველობისა და ინტერესების დაცვამ. ამ დღეს ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს და შეეცადეთ, რომ არაკეთილმოსურნეებმა ვერ შეძლონ მისი გაფუჭება. გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად, მათ ეს ძალიან გაახარებთ.

ავტორი: ემილი.

წყარო: perla.ge

Facebook Comments