15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

724

ვერძი. გქონდეთ მზადყოფნა ნებისმიერი გაერთიანებისათვის – შეთანხმებულად მოქმედება ადვილად კოორდინირებადია და წარმატებისთვის მეტი შანსი აქვს. თუმცა, არ მისცეთ უფლება პარტნიორს დაივიწყოს თქვენი ინტერესები დ მხოლოდ საკუთარზე ორიენტირდეს.

კურო. დღეს შესაძლოა მიიღოთ ახალი მომგებიანი წინადადება. სანამ გადაწყვეტილებას მიირებდეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და ამის შემდეგ მიეცით პასუხი. პარტნიორული ურთიერთობები ძალიან ნაყოფიერი იქნება. ერიდეთ დღეს ხორცეულს და რძის პროდუქტებს მიანიჭეთ უპირატესობა.

ტყუპები. გარემოს მიმართ ყურადღება დღეს ტყუპებს პირად ცხორვებაში დაეხმარება. რადგან ბედის განსაკუტრებულ საჩუქრად მოგევლინებათ ნაცნობობა სასიამოვნო და კეთილ საწინააღმდეგო სქეის წარმომადგენელთან. ახალი წამოწყებები სამსახურში უმჯობესია ხვალისთვის გადადოთ.

კირჩხიბი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში წარმატება გარდაუვალი იქნება. კირჩხიბებისთვის დღეს მყარი ოჯახის შექმნის ბრწყინვალე პერსპექტივა გაიხსნება. 

ლომი. დევანდელი დღე ყველაზე ნეგატიური ტენდენციების მომტანი იქნება. საკუთარ სისუსტეებზე აყოლით პრობლეები შეგექმნებათ. ფინანსურ სფეროში, ისევე როგორც კარიერულ საფეხურზე პოზიტიური შედეგების იმედი არ უნდა გქონდეთ. დღეს არავის ენდოთ. უმჯობესია საკუთარ ინტუიციას მოუსმინოთ. შეეცადეთ უარი თქვათ სპირტიან სასმელებზე და ხორცეულ საკვებზე. ამან შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას ავნოს.

ქალწული. კრიტიკული დღეა. საქმეში წარმატება მხოლოდ იმ ქალწულებს ერგებათ, რომლებიც შეძლებენ ფხიზელი თვალით შეაფასონ სიტუაცია. არ ღირს ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან მივლინებაშ გამგზავრება. ისინი მარცხისთვის არიან განწირულნი. უმჯობესია დღევანდელი დღე ბავშვებთან, ახლო ნათესავებთან ან მეგობრებთან გაატაროთ. 

სასწორი. ეს ძალიან აქტიური და შემოქმედებითი დღე იქნება. სასიცოცხლო ძალები მომატებული გექნებათ. თუმცა, შესაძლებელია წარმოიშვას ურთიერთგამომრიცხავი ტენდენციები, როლებსაც ნებისმიერ წუთს შეუძლიათ წარმატება წარუმატებლობად აქციონ. ვარსკვლავები არ გირჩევენ დღეს სერიოზული საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებას, ან სამომავლო გეგმების დასახვას. მოსალოდნელია დღეს შეძლოთ საშინაო ან პირადი პრობლემის გადაჭრა, რომელიც უკანა რიგში გადასწევს ყველა საქმესა და ბიზნესს.

მორიელი. დაფასეთ ის ურთიერთობები, რაც გაქვთ. პარტნიორებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას უკიდურესად თავშეკავებული იყავით. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. თქვენი კარიერა მომავალში სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული.

მშვილდოსანი. მერე რა, რომ არა ხართ ოლიგარქივით მდიდარი?! თქვენ შეგძლიათ ბევრის უფლება მისცეთ თავს. გახსოვდეთ, რომ ფულში არაა ბედნიერება. და ნუ მოიწყენთ დროებითი ფინანსური პრობლემების გამო. ეს წარმავალია.

თხის რქა. ნუ დარჩებით მარტო. გამონახეთ საერთო ენა თანამშრომლებთან. ისწავლეთ გამონახოთ კომპრომისი ადამიანებთან, იმისათვის, რომ ამაყ მარტოსულობაში არ ამოჰყოთ თავი.

მერწყული. ეს ძალიან ხელსაყრელი პერიოდია არა მარტო გარდერობის გასაახლებლად, არამედ მთელი გარეგნობის შესაცლელადაც. დღეს თქვენ შეძლებთ აქტიური მუშაობის დაწყებას დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად. წარმატებული დღეა შემოქმედებითი საქმიანობისათვის და ასევე ახლო ნატესავებტან ურთირთობების გასაუმჯობესებლად. დღევანდელი ურთიერთობები აღასვსე იქნება რომანტიკით.

თევზები. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. გადახედეთ მენიუს, ამოიღეთ მათგან მავნე კერძები და ჩაანაცვლეთ ისინი ხილითა და ბოსტნეულით. ისინი გაგიუმჯობესებენ არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ განწყობასაც. აი, ნახავთ!

ავტორი: ემილი

წყარო: perla.ge

Facebook Comments