11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

245

ვერძი
ვარსკვლავების არასასურველმა განლაგებამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით მამაკაც ვერძებს ეხებათ. ამ დღეს შესაძლოა თავისა და მუხლების ტკივილმა შეგაწუხოთ. არც მწვავე ინფექციური დაავადებაა გამორიცხული. თქვენმა სიჯიუტემ და ექიმის რჩევის იგნორირებამ შეიძლება ავადმყოფობა გაახანგრძლივოს.

კურო
ეს დღე დაუგეგმავი მოვლენებით გამოირჩევა. ეცადეთ გამონახოთ დრო სახლის მოწესრიგებისთვის. შესაძლოა, ავეჯის გადაადგილების ან შპალერის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. ეცადეთ, ამ დღეს ფულთან დაკავშირებულ საკითხებით არ დაკავდეთ, თორემ შეიძლება დაზარალდეთ.

ტყუპები
სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური საქმეები გაუმჯობესდება. გამორიცხული არაა, რომ სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემების გამო, საქმეში თავით გადაშვება მოგიწიოთ.სავარაუდოდ, ამ დღეს აზარტულ თამაშებში წარმატება გელით. გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის ცივი ანგარიშით და ფხიზელი გონებით უნდა იმოქმედოთ.

კირჩხიბი
წარმატებული დღე გელით. მოსალოდნელია საქმიანი წინადადება, რაც ცოტა არ იყოს, დაგაბნევთ. ეცადეთ, არ დაკარგოთ კონტროლი ჩვეულებრივსა და ყოველდღიურზე. დღეიდან თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის დაბრუნება იწყება.

ლომი
ვარსკვლავების არასასურველი განლაგება შეიძლება მამაკაცი ლომების ჯანმრტელობაზე არასახარბიელოდ აისახოს. სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. მოსალოდნელია თავის ტკივილი, გაღიზიანება და ნერვიული სტრესი. ქალმა ლომებმა პოარტნიორებს მეტი ყურადრება უნდა მიაქციონ. წყენამ და ეჭვიანობამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.

ქალწული
დღის პირველი ნახევარი სასიამოვნო და წარმატებულია. ნუ იქნებით პასიური, მაგრამ ზედმეტი აქტიურობაც არ არის საჭირო. შეგიძლიათ სწორედ ახლა დაიწყოთ სერიოზული საქმიანი მოლაპარაკება. საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს განწყობაზე და საქმის მოცულობაზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უმიზეზო კამათი ახლობელადამიანებთან.

სასწორი
კარგად გააზრებული მოქმედება წარმატებით დასრულდება. თანდათან იზრდება თქვენი სასიცოცხლო და სექსუალური პოტენციალი. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას ართულებს წყენა, რომლის მიზეზიც თავად ბრძანდებით. შესაძლოა ურთიერთობაში არც თუ ისე გულწრფელი ხართ. ეცადეთ, სხვისი გრძნობები პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენოთ.

მორიელი
ხელსაყრელი დღეა პროფესიის ან სამსახურის შეცვლისთვის. ასევე, სამომავლო გეგმების შედგენისა და მათი რეალიზაციის დაწყებისთვის. თქვენი დამოუკიდებლობა და ჩანაფიქრის დამალვის უნარი წარმატების გარანტიაა. თქვენი გარეგნული სიმშვიდეც კი ვერ მალავს გრძნობებს და ემოციებს.

მშვილდოსანი
ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის ან საქმიანი მოლაპარაკებების დასაწყებად. ის აუცილებლად წარმატებით დასრულდება და კარგ შემოსავალს მოგიტანთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება, თუმცა საბოლო შედეგი პარტნიორის განწყობაზეადამოკიდებული. მოსალოდნელია ცვლილება პირად ცხოვრებაში.

თხის რქა
რთული დსა უსიამოვნო დღეა. მამაკაც თხის რქებს სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებული აქვთ. სახიფათოა მძიმე ფიზიკური და გონებრივი შრომა. ფრთხილად იყავით და ავანტიურას არ აჰყვეთ. ერიდეთ რისკთან დაკავშირებულ ნებისმიერ კომერციულ ოპერაციას, ვინაიდან იმაზე მეტს დაკარგავთ, ვიდრე იშოვით. ცდუნების აყოლამ შესაძლოა, პირადი ცხოვრება გაგირთულოთ.

მერწყული
არასასურველი დღეა ქორწინებისთვის, შეთანხმებებისა და გარიგებებისთვის. ერიდეთ მგზავრობას. შესაძლოა, თქვენ ან თქვენი ნათესავი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემამ შეაწუხოს. დიდია ტრამვის საფრთხე, ამიტომ ყურადღება გამოიჩინეთ გზაზე და ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობისას. დაზოგეთ ძალები, რადგან ბედის ცვლილება გელით.

თევზები
პოზიტიური დრეა. შეგიძლიათ სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. ეცადეთ მავნე ჩვევებისა და სიტყვებისგან გათავისუფლდეთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახური საქმეებით დაკავდით და ოჯახურ გარემოში დაისვენეთ. უარს ნუ ეტყვით საკუთარ თავს სიამოვნებაზე, თუმცა ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის ტკივილი შეგაწუხებთ.

Facebook Comments