10 რამ, რაც ქალს იაფფასიან იმიჯს უქმნის

418

1. ბრენდული ნივთების ყალბი ვარიანტები

რაც არ უნდა გაარეკლამონ ასეთ პროდუქტი, არსი მაინც უცვლელია – მათ არანაირი საერთო არ აქვთ საფრანგეთის მოდის სახლთან.

ალტერნატივა. ხარისხიანი ნივთი თქვენს ბიუჯეტსაც დაზოგავს და არც რეპუტაციას შეუქმნის საფრთხეს.

2. გაუმართლებელი ბზინვა

მბრწყინავ და მკვეთრ დეკორს შესაბამისი ფონი სჭირდება. ყოველდღიური და სპორტული ტანსაცმელი მინის „ბრილიანტებით“ გამოწვევაა ნებისმიერი ესთეტისთვის.

რა, ბრჭყვიალი არ შეიძლება? შეიძლება, ოღონდ ჭკვიანურად და ფანტაზიით.

3. დისონანსი პრინტში

ყვავილები + ზოლები. ეს ერთ-ერთი წარუმატებელი შეხამებაა. ყვავილებიან, გეომეტრიულ და სხვა გარდამავალი პრინტებს არ უყვართ ყურადღების განაწილება.

რა არის სწორი? შეარჩიეთ მსგავსი შინაარსის პრინტი – ასე ნებისმიერი დეტალი გამარჯვებას იზეიმებს.

4. თეთრი ფეხსაცმელი

ის, რაც დაშვებულია კედებისა და ბოტასებისთვის, შეუსაბამოა ფეხსაცმლისთვის, თანაც თეთრისთვის. აი, ასეთ დისკრიმინაციას აქვს ადგილი. ლამის პატარძლებიც კი უარს ამბობენ თეთრ ფეხსაცმელზე, ქორწილის გარეშე კი ის ძალიან უბრალოდ გამოიყურება. გაექცე ამ უბრალოებას – ეს მთელი ხელოვნებაა.

წაუგებელი ვარიანტი – შიშველი ფეხი. ის ნებისმიერ პალიტრაში ჩაეწერება და თქვენს ელეგანტურობასაც გამოკვეთს.

5. „სუსტი ბმულები“

ზოგიერთი ქსოვილი მაქსიმალიზმს მოითხოვს: არ გაქვთ საშუალება ძვირიანის ყიდვის? მაშინ მის იაფფასიან ანალოგზეც უარი თქვით. ამის ნათელი მაგალითია მაქმანი. ხელმისაწვდომი ვერსია ძალიან მალე ცვდება და მისი მფლობელის დაბალ მსყიდველუნარიანობას უსვამს ხაზს.

სწორი დოზირება. მაქმანებიან კაბას გულგრილად მაინც ვერ უვლით გვერდს? დაე, დარჩეს ის თქვენს გარდერობში, ოღონდ მხოლოდ ფორმალურად. მთლიანად მაქმანებისგან შეკერილი კაბა სჯობს აუსრულებელი სურვილების სიაში მიუჩინოთ ადგილი.

6. არაბუნებრივი ტონები

განსაკუთრებით „მჟავე“. ისინი უხდება მხოლოდ თემატურ წვეულებებსა და დისკოთეკებს. მაგალითად, 90-იანების სტილს. სხვა იმიჯს ასეთი ტონები დაღუპავს.

რა გავაკეთოთ? წაუგებელი ვარიანტი – ტანსაცმელი „კეთილშობილურ“ ფერებში. თუ კაშკაშა ფერებზე უარს ვერ ამბობთ, „მჟავე“ ტონებს მაინც შეელიეთ თქვენს გარდერობში.

7. ძვირფასი სამკაულები

უფრო ზუსტად, მათი ჭარბად და სიტუაციასთან შეუსაბამოდ გამოყენება. მით უმეტეს, როდესაც ქალს ოქროს ყელსაბამთან ერთად ამავე ფერის ბიჟუტერია უკეთია. სურვილი, ყველაფერი ერთად გამოამზეუროს, მაშინვე ააშკარავებს არცთუ ისე ძლიერ ქალს.

კომპრომისული ვარიანტი ყოველდღიური იმიჯისთვის – ხარისხიანი ბიჟუტერია.

8. არაკომფორტული ფეხსაცმელი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ელეგანტურიცაა და ქალურიც, ოღონდ თუ მათ გამო კომფორტზე უარს არ ამბობთ. ყოველდღიური სიუიტა ვერ იტანს ზედმეტ ბრწყინვალებას: თითქოს სხვა არაფერი საქმე არ გქონდეთ.

არ შეუშინდეთ უბრალოებას. ნორმკორმა (მოდა მოდის გარეშე – ახალი ტრენდი) უკვე დაიპყრო პოდიუმები. შეეგუეთ და ჩაიცვით, ბოლოს და ბოლოს, ბოტასები.

9. „ნათხოვარი“ ტანსაცმელი

S-ის გარდა, სხვა ზომებიც არსებობს. ფიგურა შეიძლება შეიცვალოს – ამ ფაქტში არაფერი „კანონსაწინააღმდეგო“ არ არის. აი, ძალიან მოტკეცილი ან ზედმეტად ფართო ტანსაცმლის ჩაცმით კი ძალიან ადვილია „დანაშაულის ჩადენა“ ჯანსაღი აზრის წინააღმდეგ.

რისი უნდა გვეშინოდეს? „ჩაკუპატებულის“ ეფექტის და უფორმო სილუეტის.

10. „მოღალატე“ ჩულქები

ხარისხის გარდა, ჩულქებს მოკრძალებაც მოეთხოვებათ. მბრწყინავი კოლჰოტები/ჩულქები – ესენი არიან მავნებლები, რომლებიც კარგავენ ელეგანტურობის wow-ეფექტს.

რა ავირჩიოთ? არავითარი ბზინვა – მხოლოდ სიგლუვე და „ჰარდკორი“.