ცოტა ხანში დედამიწას გამანადგურებელი ასტეროიდი დაეცემა – NASA მოსახლეობას აფრთხილებს

152

დედამიწაზე გამანადგურებელი ასტეროიდის ჩამოვარდნა რეალური შესაძლებლობაა და არა სამეცნიერო ფანტასტიკა. ამის შესახებ განცხადებას, NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრაიდენსტაინი აკეთებს. იგი მიიჩნევს, რომ კაცობრიობა შესაძლო საფრთხის გასამკლავებლად სერიოზულად უნდა მოემზადოს.

ბრაიდენსტაინი მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, გააძლიერონ თავდაცვა კოსმიური სხეულების წინააღმდეგ.

NASA, აშშ-ს საგანგებო სიტუაციების ფედერალური სააგენტო და სხვა მხარეები ემზადებიან თავდაცვითი წრთვნების ჩასატარებლად, სადაც ასტეროიდის დედამიწაზე ვარდნის სიმულაცია მოხდება.

„ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ეს ჰოლივუდი არაა და არც ფილმი. ეს წრთვნა ემსახურება ჩვენი პლანეტის დაცვას, პლანეტის, რომელიც ერთადერთია, სადაც ამ ეტაპზე ადამიანებს სიცოცხლე შეუძლიათ. მომაკვდინებელი ასტეროიდის იდეა, საკმაოდ ახლოსაა რეალობასთან და სულაც არ წარმოადგენს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს,“ აცხადებს ჯიმ ბრაიდენსტაინი.

ბრაიდენსტაინმა ჩელიაბინსკის მეტეორიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2013 წლის თებერვალში, ურალის მთების სამხრეთ ნაწილში მომხდარი შემთხვევა, მოსალოდნელი კატასტროფის სერიოზულ მასშტაბებზე მიუთითებს. კოსმიური აფეთქების სიმძლავრე მაშინ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებას გაუტოლდა და დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მართალია ასეთი შემთხვევები ყოველ 60 წელიწადში ერთხელ; ხდება, თუმცა ბოლო 100 წლის განმავლობაში, ასტეროიდის ვარდნა უკვე სამჯერ დაფიქსირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მორიგი ინციდენტი შესაძლოა ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მოხდეს.

ბრაიდენსტაინი განმარტავს, რომ პლანეტის თავდაცვა ისეთივე პრიორიტეტულია NASA-სთვის, როგორც მთვარეზე ადამიანების გამგზავრება. მან ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდების 90%-ის გამოვლენაზე და ისეთი მეტეორიტების მონიტორინგზე, რომელთაც შესაძლოა დედამიწას საფრთხე შეუქმნან.

წყარო: primetime.ge