კვლევები აჩვენებს, რომ ქალები მამაკაცებზე საიმედო მძღოლები არიან

1294

ალბათ უამრავი ლეგენდა გსმენიათ ქალი მძღოლების მართვის უნარებთან დაკავშირებით. რეალობა სულ სხვანაირია. 

ყველთვის, როცა შეესწრებით კამათს, სადაც ადამიანები ამტკიცებენ, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან, თქვენ შეგიძლიათ მათ სტატისტიკა დაუპირისპიროთ. 

სააგენტო Confused აქვეყნებს მონაცემებს, რომელშიც ავარიანების, სადაზღვეო ანაზღაურებისა და საგზაო წესების დარღვევების სტატისტიკა გენდერული ნიშნით არის გაანალიზებული. 

საინტერესოა, რომ მთელ მსოფლიოში ქალები ავტომობილის დაზღვევაში მამაკაცებზე ნაკლებს იხდიან, რადგან სადაზღვეო კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ისინი უფრო საიმედო მძღოლები არიან. 

წლიური დაზღვევის სხვაობის საშუალო მაჩვენებელმა 2012 წელს 121 ფუნტს მიაღწია. 2012 წელს ვევროკომისიამ აკრძალა სადაზღვეო ფასში სქესის გათვალისწინება, თუმცა სხვა კონტინენტებზე ეს სხვაობები შენარჩუნებულია. 

გარდა ამისა, 2017 წელს მსოფლიოში მართვის მოწმობა უფრო მეტმა ქალმა აიღო, ვიდრე მამაკაცმა. გამოცდის წარმატებით ჩამბარებლებს შორის 53% ქალია, ხოლო 47% – მამაკაცი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქალები მამაკაცებს გამოცდაში მონაწილეთა რაოდენობითაც ასწრებდნენ. 

გასულ წელს ინგლისსა და უელსში მომხდარი 600 000 კანონდარღვევის 79% სწორედ მამაკაც მძღოლებზე მოდის. 

მამაკაცები სიჩქარეს სამჯერ უფრო ხშირად აჭარბებენ, საჭესთან 31%-ით უფრო ხშირად ეწევიან, ვიდრე ქალები და 77%-ით უფრო ხშირად ცდილობენ გადაასწრონ სხვა ავტომობილებს.

წყარო: agora.ge

Facebook Comments