ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული

422

არ განაწყენდეთ, თუ ამ ჩამონათვალში თქვენს ნიშანს აღმოაჩენთ: გახსოვდეთ, რომ ზარმაცი ადამიანი არ არსებობს, არის არასწორად მოტივირებული ადამიანი. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სიზარმაცეს მაშინ უნდა შეებრძოლო, თუ ეს აუცილებლად გჭირდება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი ნიშნისთვის სიზარმაცე – მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ისინი წარმატებისკენ მიჰყავს.

1. კურო

რეიტინგს სათავეში სწორედ კურო უდგას – ამ ნიშნის წარმომადგენლები სულაც არ არიან წინააღმდეგი, მთელი დღე კოტრიალში გაატარონ და ამ წუთისოფლის სიამეებზე იფიქრონ. მაგრამ ერთია – კურომ იცის, რომ სიამოვნებისთვის საფასურის გადახდაა საჭირო, ამიტომ, სანამ ასეთ ფუფუნებას მისცემს თავს, ის მუხლჩაუხრელად შრომობს. ასე რომ, კურო მაშინ ხდება ზარმაცი, როცა მის თანხებსა და კეთილდღეობას არაფერი ემუქრება, მანამდე კი მიზანმიმართულად და შეუპოვრად მოქმედებს.

2. ლომი

ლომი მეფეა და ნებისმიერმა მეფემ უნდა აკონტროლოს, რას აკეთებენ ქვეშევრდომები მისთვის. ლომი წინააღმდეგია ყველაფრის, რაც რუტინას უკავშირდება, მაგრამ ყველაზე ძალიან რამის დამოუკიდებლად გაკეთებას ვერ იტანს. თუმცა, მას სულ ზარმაცადაც ვერ „მოვნათლავთ“. კარგად გამოსდის მბრძანებლობა, რადგან ყოველთვის იცის, რა უნდა გაკეთდეს და როგორ. მისი სიზარმაცე უფრო ჩვევაა, რომელიც ხელმძღვანელისთვის აუცილებელი თვისებაა. დაგვეთანხმეთ – ხელმძღვანელობასაც ხომ ცოდნა უნდა.

3. კირჩხიბი

კირჩხიბი საკმაოდ ზანტი ნიშანია, მაგრამ არ გააკეთებს იმას, რაც ემოციურ სიამოვნებას არ ანიჭებს. ამის შედეგად, ხშირად ეზარება რამის გაკეთება, განსაკუთრებით საოჯახო და სხვა ყოფითი საქმეების. სამაგიეროდ, ძალიან მარჯვეა იმ საქმეში, რომელიც მის სულთან ახლოსაა და რომელშიც თავისი ნიჭის გამოვლენა შეუძლია.

4. სასწორი

სასწორი – ნიშანი, რომელსაც ვენერა – სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა მფარველობს. ეს არ არის ძალიან მოძრავი ნიშანი, უპირატესობას ვინმესთან ერთად მოქმედებას ანიჭებს. ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ზარმაცს იმიტომ უწოდებენ, რომ, სანამ საქმეს დაიწყებენ, ჯერ უნდა აწონ–დაწონონ ყველაფერი, მოიშორონ ეჭვები და კომპლექსები, მოეთათბირონ ახლობლებს, შემდეგ კიდევ ერთხელ დაგეგმონ და კვლავ რჩევა იკითხონ. სიტუაციის გამოსწორება რთული არაა – უბრალოდ, სჭირდებათ ადამიანი, რომელიც წამოაყენებს სავარძლიდან და ახალი თავგადასავლებისკენ უბიძგებს.

5. თევზები

თევზები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ძალზე ცბიერი წარმომადგენლები არიან, რომლებიც თავიანთ სიზარმაცეს რამე მნიშვნელოვანი საქმიანობის იმიტაციით ნიღბავენ. შეუძლიათ რამე აკეთონ ძალიან დიდხანს, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია – ამ საქმეს შედეგი არ ექნება. უფრო მეტიც, ბევრი ღრუბლებში დაცურავს და ხშირად ფანტაზიებით ანაცვლებს რეალობას. დიახ, თევზებს ნაკლები ენთუზიაზმი აქვთ, არიან მელანქოლიური, ზანტი და ურჩევნიათ, დინებას გაჰყვნენ, მაგრამ ეს უფრო პლუსია, ვიდრე მინუსი. თუ თევზები ზარმაცობენ, ეს ნიშნავს, რომ ძალასა და ენერგიას იკრებენ გრანდიოზული მიღწევების წინ. 

Facebook Comments