დაწერე შენი საყვარელი ფერი და შენ თავზე გაიგე ის, რაც აქამდე არ იცოდი – პასუხი ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ!

92
Colorful acrylic ink in water isolated on white. Abstract background. Color explosion liquid, cloud in motion

1. ყავისფერი – მიწაზე მყარად დგახართ. ყველაზე მეტად გჭირდებათ დაცულობის განცდა. ცხოვრებაში კომფორტს და მატერიალურ კეთილდღეობას ეძებთ.

2. შავი – თუ თქვენი საყვარელი ფერი შავია, ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია პრესტიჟი, ძალაუფლება და რეპუტაცია. გსურთ, ყველაფერი აკონტროლოთ.

3. ცისფერი – კონსერვატორი, სანდო და საიმედო ადამიანი ხართ. ყველაზე მეტად გჭირდებათ იპოვოთ შინაგანი სიმშვიდე და მუდამ სიმართლის, ჭეშმარიტების ძიებაში ხართ.

4. მწვანე – ხართ კეთილი, დიდსულოვანი და შეგიძლიათ, ადამიანის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანით. გსურთ, რომ გიყვარდეთ და უყვარდეთ. ეძებთ დაცულობისა განცდას.

5. ნაცრისფერი – ძალიან მშვიდი ხართ. ყოველგვარ პრობლემას მშვიდად და აუღელვებლად ხვდებით. გსურთ, რომ ადამიანებმა პატივი გცენ და შეგიყვარონ ისეთი, როგორიც ხართ.

6. მუქი ლურჯი – პატიოსანი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია ყველას გაუგოს. ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად ცხოვრებაში ჰარმონიის პოვნა გჭირდებათ.

7. ნარინჯისფერი – ძალიან თბილი და მეგობრული ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობები, სხვადასხვა ადამიანებთან ინტეგრაცია.

8. ვარდისფერი – ძალიან საყვარელი, კეთილი და მგრძნობიარე ხართ. ყოველთვის სხვების დახმარებისკენ მიილტვით. ყველაზე მეტად სიყვარული გჭირდებათ.

9. წითელი – ოპტიმისტი და თავდაჯერებული ადამიანი ხართ. ყველაზე მეტად წარმატების მიღწევისკენ და მატერიალური კეთილდღეობისკენ მიილტვით.

10. ფირუზისფერი – მეგობრული ხართ და თქვენთან კომუნიკაცია მარტივია. პრობლემებს არასდროს ქმნით და ყველასთვის სასურველი მეგობარი ხართ. ყველაზე მეტად გჭირდებათ, რომ საკუთარი გრძნობები, ოცნებები ვინმეს გაუზიაროთ.

11. იისფერი – თავისუფალი სული ხართ, რომელიც მუდამ სიახლეებს ეძებს. ყველაზე მეტად გჭირდებათ თავისუფლება, საკუთარი დრო შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად.

12. თეთრი – ძალიან სუფთა, ნაზი და სპეტაკი ადამიანი ხართ. პოზიტიური და ოპტიმისტური ბუნებით გამოირჩევით. ყველაზე მეტად ცხივრების გამარტივება გსურთ,

13. ყვითელი – ძალიან მხიარული ადამიანი ხართ. მუდამ იდეებით სავსე. ყველაზე მეტად გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება ლოგიკური თანმიმდევრობით ვითარდებოდეს.